მალაიზიის პოლიციამ ის ნივთიერება დაადგინა, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმა მოწამლეს. გავრცელებული ინფორმავიით, კიმ ჩონ ნამი VX ტიპის ქიმიკატით მოკლეს. გაეროს VX-ს გაზი მასობრივი განადგურების იარაღის სიაში აქვს შეტანილი. VX მარაგი ამ დროისათვის მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, აშშ-ს, რუსეთს და სირიას აქვს. კიმ ჩონ ნამს თავს კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს დაესხნენ.