ოდესაში უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო უცნობმა პირებმა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გონჩარენკოს გაუჩინარების შესახებ ცნობა პირველად პარლამენტარმა იგორ გრინევმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, უცნობებმა დეპუტატი „დღის სინათლეზე გაიტაცეს“.
პეტრო პოროშენკოს ფრაქციის დეპუტატის სავარაუდო გატაცებას უკრაინის უშიშროების სამსახურის საოლქო პროკურატურაც ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაში ის სასწრაფო შეხვედრისთვის ჩამოვიდა, რის შემდეგაც კავშირზე აღარ გამოდიოდა.