24 თემებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 150 ნომერში, მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ამერიკული ცენტრი გაიხსნება. ცენტრს „ჩემპიონათა აკადემია“ ჰქვია. გახსნის ცერემონიალს ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და მაიკლ ბარვისის რეგიონალური დირექტორი დონი ვანკერი დაესწრება.
„ჩემპიონთა აკადემია“ პროფესიონალ სპორტსემებზეა გათვლილი, თუმცა ვარჯიში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ცენტრის გახსნისათვის ხუთ მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო. „ჩემპიონთა აკადემიის“ ტრენერები ბრიტანელი და ქართველი არიან.
მაიკლ ბარვისი ნიუ იორკ მეთსის და მაიამი დოფინსის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი და კონსულტანტია. მისი მეთოდოლოგია სატელევიზიო არხ „დისკავერიზე“ გასული „ბარვისის შოუს“ შემდეგ გახდა პოპულარული და დღეს ამერიკაში ამ მიმართულებით ყველაზე ტრენდულია.