ლონდონის პოლიციას პირველი ქალი ხელმძღვანელი ეყოლება. ასეთი რამ ბრიტანეთის დედაქალაქის ისტორიაში რირველად მოხდა. კრესიდა დიკმა თანამდებობაზე სერ ბერნარდ ჰოგან-ჰოუ შეცვალა. ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, ის დაკისრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს და მაქსიმალურად ვალდებულებებს თავი გაართვას. წარსულში დიკი ეროვნულ კონტრტერორისტულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2005 წელს ლონდონში მომხდარი ტერაქტების დროს კრესიდა დიკი ერთ-ერთი იყო, ვინც ანტიტერორისტულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა. მაშინ სამართალდამცველებმა შეცდომით უდანაშაულო ბრაზილიელი ხუან ჩარლზ დე მენეზესი მოკლეს.