ჩილეში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ხანძარმა 3 500 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან 3 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. გამოცახადებულია განგაშის წითელი ნიშნული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.