პრინცესა დაიანას კაბებს კენსინგტონის სასახლეში გამოფენენ. ექსპოზიცია, სახელწოდებით „დიანა: მისი სტილის ისტორია“ ხვალ გაიხსნება და პრინცესის ტრაგიკული გარდაცვალების მე-20 წლისთავს მიეძღვნება. პრინცესა დაიანა პარიზში ავტოკატასტროფის შედეგად 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შვილები უილიამი და ჰარი დედის სახელის უკვდავსაყოფად კენსინგტონის სასახლის ეზოში მისი ქანდაკების დადგმასაც აპირებენ.