მელანია ტრამპი „მეილი დეილის“ ისევ უჩივის. პირველი ლედის ადვოკატებმა სასამართლოში განმეორებითი სარჩელი შეიტანეს. საუბარია „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქორწინებამდე მელანია ტრამპი ექსკორტ-მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობდა. სკანდალური სტატიის გამო გაზეთის რედაქციამ ბოდიში უკვე მოიხადა და პუბლიკაცია საიტიდან ამოიღო, თუმცა პირველმა ლედიმ „დეილი მეილისგან“ 150 მილიონიანი კომპენსაცია მოითხოვა.