მუსლიმმა აქტივისტებმა მისურიში ებრაული სასაფლაოს აღსადგენად 90 ათასი დოლარი შეკრიბეს. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. სენტ-ლუისის სასაფლაო ვანდალებმა 19 თებერვალს შეურაცხყვეს. საფლავების უმრავლესობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და მათ რესტავრაციას სოლიდური თანხა სჭირდება.