ერაყის არმიამ მოსულის აეროპორტზე მასირებულ შტურმს ახორციელებს. ამის შესახებ „სკაი ნიუს არაბია“ იტყობინება. ოპერაციაში სწრაფი რეაგირების ძალები, ფედერალური პოლიციის შენაერთები და ავიაცია არის ჩართული. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია ერთი კვირის წინ დაიწყო. ქალაქის დასავლეთ ნაწილს ამ დრომდე ისლამისტები აკონტროლებენ.