აუდიტის სამსახურის მიერ საპატრიარქოს შემოწმების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით, მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჟვანია ასევე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს საპატრარქოს წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები ხშირად ისმის.
„როცა არის კითხვები და ბევრი კითხვის ნიშანი, ვფიქრობ რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მითუმეტეს როცა ეს კითხვები სინოდის წევრისგან მოდის. უნდა გაეცეს პასუხი ხმარდება თუ არა ქონება იმ სიკეთეს, რისკენაც ეკლესია არის მიმართული,“- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
საპატრიარქოში აუდიტის შესვლის მიზანშეწონილობაზე პირველად 21 თებერვალს, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონმა განაცხადა.
სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეკლესიის დაფინანსების წესი უნდა შეიცვალოს.