რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს ახალ რეიტინგში 15-ე ადგილი უკავია. ტიმ ლეინის გუნდი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა. ამის მიზეზი კი ტონგას მარცხი გახლდათ, რომელმაც სამოასთან 23:24 წააგო. ქართველ მორაგბეებს 68.09 ქულა აქვთ, ანუ ისევ იმდენი რაც აქამდე, თუმც ტონგელთა მარცხმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედა.
IRB-ს რეიტინგი 14 ივნისისთვის:
1. ახალი ზელანდია 91.68
2. სამხრეთ აფრიკა 89.46
3. ავსტრალია 85.71
4. საფრანგეთი 84.91
5. ირალანდია 82.61
6. ინგლისი 79.95
7. არგენტინა 78.89
8. უელსი 78.58
9. შოტლანდია 78.47
10. ფიჯი 76.07
11. იტალია 72.97
12. სამოა 72.39
13. იაპონია 70.42
14. კანადა 69.43
15. საქართველო 68.09
16. აშშ 67.86
17. ტონგა 67.81
18. რუმინეთი 65.10
19. რუსეთი 64.64
20. ურუგვაი 62.37
21. პორტუგალია 61.27
22. ნამიბია 60.98
23. ესპანეთი 57.70
24. ჩილე 56.97
25. ყაზახეთი 55.38
26. ბელგია 55.36
27. ბრაზილია 54.56
28. უკრაინა 54.35
29. ტუნისი 54.20
30. გერმანია 53.22