სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის 1-ელი ტურის მე-2 მატჩი დასრულდა. როსტენბურგში, "როიალ ბაფოკენგზე", სლოვაკეთმა და ახალმა ზელანდიამ ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.
მატჩის 50-ე წუთზე სლოვაკმა ვიტეკმა ანგარიში გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ზელანდიელმა რეიდმა გაათანაბრა.
შეგახსნებთ, რომ დღეს G ჯგუფის მატჩებიც გაიმართება: თბილისის დროით 18:00 საათზე, პორტუგალია კოტ დიუვარს შეხვდება, ხოლო 22:30 წუთზე ბრაზილია ჩრდ. კორეას ეთამაშება.