რუსეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა აქტივისტ ილდარ დადინის განაჩენი გააუქმა. დადინს მასობრივი ღონისძიებების ორგანიზების წესების დარღვევისთვის 2 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ილდარ დადინის საქმე წამების სკანდალის გამო გახმაურდა. კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. დადინის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, სავარაუდოდ, 27 თებერვალს გაათავისუფლებენ.