უამინდობა კალიფორნიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე მეტი ზარალი სტიქიამ სან-ხოსეს მიაყენა, საიდანაც 225 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.