ანგელა მერკელი წინასაარჩევნო რეიტინგში დაწინაურდა. ერთობლივი გამოკითხვა ჟურნალმა სტემმა და ტელერადიოკომპანია ერტეელმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, მოქმედ კანცლერს მხარს რესპოდენტთა 39 პროცენტი უჭერს, მის მთავარ კონკურენტს, მარტინ შულცს კი 36 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. გასულ კვირას მერკელი შულცს რეიტინგში მხოლოდ 1 პროცენტით უსწრებდა.