იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ამის შესახებ მან რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის სამშობლოში სიამოვნებით დაბრუნდებოდა და ქვეყნის აღდგენის პროცესში მიიღებდა მონაწილეობას. იანუკოვიჩმა უკრაინის მოქმედი ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და ევროკავშირს მაიდნის მოვლენების გამოძიებისკენ მოუწოდა.