რუმინეთის პარლამენტმა მთავრობის ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას ხმა 291-მა დეპუტატმა მისცა. სკანდალური კანონპროექტი კორუფციაში ბრალდებული პირებისთვის, ვისაც სახელმწიფოსთვის 48 ათას დოლარზე მეტი ზარალი არ ჰქონდა მიყენებული, სასჯელის გაუქმებას ითვალისწინებდა. მთავრობის გადაწყვეტილებას რუმინეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის გამოც მინისტრთა კაბინეტი იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო.