"კოალიცია სოლიდარობისთვის" აგვისტოდან დევნილებისთვის ტრენინგებს დაიწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვერა ქობალიამ ბათუმში უმრავლესობის შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენმა ორგანიზაციამ მაისში საქართველოს მასშტაბით კვლევა ჩაატარა და გამოვლინდა, რომ დევნილებმა თავიანთი უფლების შესახებ არაფერი იციან. აგვისტოს ომის დროს დევნილებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ. ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია აგვისტოდან დევნილებისთვის ტრენინგების ჩაატარებს და მათ თავიანთ უფლებს გააცნობს", - განაცხადა ქობალიამ.