საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ დეკანოზის საქმის მტკიცებულებების ნაწილი უნდა გასაჯაროვდეს.
"ვისურვებდი, დაცვის და ბრალდების გარდა, მხარე არავინ აღმოჩნდეს, არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და არა - ხელოვნური ბარიერების შექმნა. ბარიერები პირველივე დღეებში გამოჩნდა", - ამბობს ბესელია.
საქართველოს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნას მოითხოვენ.