პაკისტანში სასამართლოს შენობასთან მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ჩარსადას ოლქში სასამართლოს თავს რამდენიმე მებრძლი დაესხა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, ორი პოლიციამ გააუვნებელყო, ერთმა კი გაქცევა შეძლო. მას ამ დრომდე ეძებენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის დაჯგუფებამ აიღო.