დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს სათავში თავისი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჩაუდგა. ამის შესახებ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ განაცხადა.
"დიეგო ნაკრებში მუშაობას იმის გამო შეუდგა, რომ ფული სჭირდებოდა", _აღნიშნა პელემ.
მისი აზრით, მარადონამ, რომელიც მრავალი სკანდალური ისტორიის მთავრი გმირი აღმოჩნდა, საეჭვოა, არგენტინის ნაკრებისგან ის მებრძოლი გუნდი შექმნას, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
"მე ვნახე, როგორ თამაშობდნენ ისინი საკვალიფიკაციო მატჩებში. ეს არა მარადონას, არამედ მათი დანაშაულია, ვინც იგი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნა", _აღნიშნა პელემ.