საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერის შტაბ-ბინა გაჩხრიკეს. ჩხრეკა ქალაქ ნანტერის ოფისში ჩატარდა. როგორც ლეპენის პარტიის პრეს-სამსახური იტყობინება, ოფისს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებით უკვე მეორედ ამოწმებენ, მიუხედავად იმისა, რომ წინა ჩხრეკისა მათ შტაბ-ბინაში ვერაფერი აღმოაჩინეს. ეროვნული ფრონტი ხელისუფლებას პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის რეპუტაციის შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს.