ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერი იქნება. თეთრი სახლის ლიდერმა ის ჟურნალისტებს უკვე წარუდგინა. მაკმასტერი მრჩველის პოსტზე მაიკ ფლინს ჩაანაცვლებს, რომელსაც თეთრი სახლის დატოვება რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრის გამო მოუხდა. ფლინის შემცვლელად გენერალი კიტ კელოგი მოიაზრებოდა, თუმცა მან პოსტის დაკავებაზე უარი თქვა.