ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის დაფინანსების გაზრდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება და თავდაცვის ხარჯები გაზარდონ რაც შეიძლება მალე. თუ ისინი ფულის ხარჯვას არ დაიწყებენ ისე, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს, ამერიკელი ხალხის მოთმინება შეიძლება ამოიწუროს,“-აღნიშნა მაიკ პენსმა.