ვიტალი ჩურკინის გარდაცვალება ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ვიტალი ჩურკინი იყო გამოჩენლი დიპლომატი, რომელის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი თავდადებით იცავდა. მისთვის ელჩობა არ იყო უბრალოდ სამუშაო. მისთვის ეს ქვეყნის სამსახური იყო,“-აღნიშნა მედვედევმა.