დონბასის დეოკოპაციის პროცესი წელიწადნახევარს გასტანს. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა სააგენტო ინტერფაქს-უკრაინისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მე უკვე მივეცი ჩვენს მესაზღვრეებს განკარგულება, საზღვარზე კონტროლი უზრუნველყონ მანამ, სანამ კონფლიქტის პოლიტიკური რეგულირების პროცესი არ დასრულდება. ვფიქრობ, ეს წელიწადნახევარში მოხდება,“-აღნიშნა არსენ ავაკოვმა.