დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქიმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით.
„სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიამოვნო მოვლენები განვითარდა. ვფიქრობთ, შევისწავლით ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და დასკვნას გამოვიტანთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება და კარგად იქნება. დალოცვილი იყავით“, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა.
პატრიარქი სამშობლოში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა.
უწმინდესს აეროპორტში მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.
პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.