უამინდობა ავღანეთში. ძლიერმა შტორმმა ბოლო 3 დღის განმავლობაში ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 44-მა ადამიანმა მიიღო. დაღუპულთა შორის 25 მწყემსია, რომლებიც ზვავში მოყვნენ. მათი ცხედრების პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 11 ადამიანი კი ქაბულში სახურავის ჩამონგრევას ემსხვერპლა.