ჯანდაცვის ექსპერტი თინათინ ტურძელაძე მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენციის შესაჩერებლად ხელისუფლებას მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება თინათინ ტურძელაძემ დღეს, პარლამენტში ჯონდი ბაღათურიას ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
დღევანდელ შეხვდრაზე ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან ერთად მედიკამენტებზე ფასების ზრდის პრობელმაზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ ფასების გაძვირების მიზეზად სხვადასხვა არგუმენტები დასახელდა. სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები ფასების გაძვირებას მხოლოდ დოლარის კურსის რყევას უკავშირებენ. ჯანდაცვის ექსპერტის თინათინ ტურძელაძის განცხადებით კი, "ეს არგუმენტი აბსულუტური ტყუილია". მისი განმარტებით, წამლის ფასის უმთავრესი კომპონენტი მისი წარმოების ღირებულებაა. დისტრიბუციის ღირებუელბას კი უმეტეს ქვეყანაში ფასის მხლოდ 2 პროცენტი უკავია. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოში წამლის ფასი უნდა გაძვირებულიყო მხოლოდ ამ ორი პროცენტის ხარჯზე, რაც დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გათვალისწინებით ძალზე უმნიშნელოა და წამლის ღირებულებას არც უნდა შეტყობოდა. მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ წამლის ფასში დისტრიბუციის ღირებუელბას საქართველოში 60 პროცენტი უჭირავს და მიიჩნევს, რომ სწორედ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს.
რაც შეეხება იმ საკითხს, რომ წამლების ფასი ხელისუფლებამ ზედა ზღვარის დაწესებით უნდა დაარეგულიროს, მისი თქმით, აღნიშნული მეთოდი პორბლემას ვერ მოაგვარებს და ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში შესაძლოა უარესი პრობლემებიც გამოიწვიოს. პრობლემის მოგვარება მისი შეხედულებით მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნით უნდა მოხდეს, რათა ქვეყანაში გაჩნდეს კონკურენცია და სახელმწიფომ შეძლოს მონოპოლისტური კერძო კომპანიებისათვის კონკურენციის გაწევა, რომელიც შემედეგ მთლიანად ბაზარს დაარეგულირებს.