გერმანიის ხელისუფლება ასი ათასამდე ლტოლვილის დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში ფედერალური კანცლერის უწყების წარმომადგენელმა პეტერ ალტმაიერმა განაცხადა. მისივე თქმით 2016 წელს 80 ათასამდე ლტოლვილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა. უახლოეს ხანებში კი 200 ათასამდე ადამიანის დეპორტაცია იგეგმება. დეპორტირდებიან ის პირები, რომლებსაც კრიმინალური დანაშაული აქვთ ჩადენილი ან სახელმწიფოს უქმნიან საფრთხეს.