დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს გადადგომამდე ერთი კვირით ადრე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გეგმა გადასცეს. ამის შესახებ ნიუ იორკ ტაიმსი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი უკრაინელმა დეპუტატმა ანდრე არტიომენკომ და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს. გეგმა რუსეთისთვის ყირიმის 50 წლით გადაცემას ითვალისწინებდა, რაზეც უკრაინაში საყოველთაო რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო. ნახევარი საუკუნის შემდეგ ყირიმი უკრაინას უნდა დაბრუნებოდა, რის შემდეგაც ნახევარკუნძულს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებოდა. თუ რუსეთი გეგმას დათანხმდებოდა, მოსკოვს სანქციები მოეხსნებოდა. დოკუმენტი ფლინს ტრამპის ადვოკატმა მაიკ კოენმა გადასცა.