კიევში საპროტესტო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს. უმაღლესი რადის დეპუტატის, იგორ მოსიჩუკის ინფორმაციით, 5-მა აქტივისტმა პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. მაიდანის ტრაგიკული მოვლენების 3 წლისთავი რადიკალმა აქტივისტებმა ხმაურიანი მსვლელობებით აღნიშნეს. აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაშავდა.