"ქრისტიან-დემოკრატები" პრზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების 110 პროცენტით გაზრდას აპროტესტებენ და ვეტერანებისათვის გაუქმებული შეღავათების აღდგენას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა დღეს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც ვეტერანების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ახვლედიანი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ, როდესაც მიმდინარე წლის ბიუჯეტი მხოლოდ 2,5 პროცენტით იზრდება არ შეიძლება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები 30 მილიონით იზრდებოდეს.
"ვეტერანებს მუდმივად გვპასუხობდნენ, რომ პრობლემები ბიუჯეტში თანხების გაჩენის შემდეგ მოგვარდებოდა. ის თანხა აღმოჩენილია, მაგრამ ვეტერანები საქართველოში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ფონზეც კი ყველაზე უარეს მდგომარეობაში რჩებიან", - განაცხადა ვეტერანების წარმომადგენელმა ნოდარ ცოტნიაშვილმა.
"ქრისტიან - დემოკრატები" აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამასთან გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ბუნებრივი სტიქიების შედეგებისათვის 7 მილიონი არა გაზრდილი ბიუჯეტიდან, არამედ სწორედ სარეზერვო ფონდებიდან უნდა ხდებოდეს და მით უმეტეს, რომ ეს ფონდები ორჯერ იზრდება.
გარდა ამისა, ახვლედიანის თქმით, "ქრისტან-დემოკრატებმა" ისიც აღმოაჩინეს, რომ პენიტენციალური სისტემისათვის გამოყოფილი 9 მილიონი არა ციხეების რეაბილიტაციისათვის, არამედ ახალი სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურის შესაძენად არის გამოყოფილი და აცხადებენ, რომ არ უდნა ხდებოდეს საზოგადეობის მოტყუება, თითქოს ეს თანხა პატიმართა პირობების მდოგმარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
"საერთო ჯამში პრიორიტეტები არის ძალიან არასწორად განსაზღვრული და მიგვაჩნია, რომ თანხა უნდა განაწილდეს სწორედ პრობლემებიდან გამომდინარე პრიორიტეტებზე და არა იმაზე, თუ სად მეტი პიარის გაკეთება არის შესაძლებელი" - აცადებს გიორგი ახვლედიანი.