"ჩვენ პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით არის ერთადერთი, რომელიც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენი პოლიტიკური ხედვა, რომ საქართველოში დემოკრატია, მოდერნიზაცია და რეფორმების გაგრძელება უნდა მოხდეს. ზოგიერთი ჩვენი შიდა დამკვირვებელი და ზოგი არამკითხე, უცხოელი ექსპერტი, რომელიც თვის ქვეყანაში არაფერს წამოადგენს ჩამოდის აქ და გვეუბნება, რომ არჩევნების ერთადერთი კარგი შედეგი ის იქნება, თუ ხელისუფლება შეიცვლება, სხვანაირად თურმე ჩვენ დემოკრატიული ქვეყნა ვერ ვიქნებით. ამას ისეთი ბრძნული სახით იძახის თან, რომ გეგონება აქ ვზივართ ადამიანები, რომლებსაც მხოლო დაწყებით სკოლ აქვს დამთავრებული რომელიღაც მაღალმთიან სოფელში, სადაც არც ფაქსია, არც ინტერნეტი და არც მობილური და არც ტელევიზორი. რაღაც არ მახსენდება, რომელიმეს ეთქვა, რომ იაპონია არ არის დემოკრატიული, რომელსაც 60 წელი ერთი პარტია მართავდა, ან გერმანია, რომელსაც 17 წელია ქრისტიან-დემოკრატები მართავენ. რატომ ხდება, რომ შვიდი წლის თავზე ჩვენ უკვე თურმე ბევრი მოგვივიდა და უნდა წავიდეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი სააკაშვილის შეფასებით, როცა პოლიტიკური პარტიები თვითონ "მაღლა ვერ ადიან", არ შეიძლება სხვას ქვა და ჯოხი ესროლო ჩამოსაგდებად, რადგან ეს პირველყოფილ საზოგადების დამახასიათებელი თვისების იყო.
"ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე თუ არა და ხალხი ჩვენ ჩამოგვიყვანს და სხვას აიყვანს. ჩვენ არ გვინდა, რომ გაიშნიკები, კორუფცია დაბრუნდეს, არ გვინდა, რომ ტარიელ ონიანი ჩამოვიდეს და აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრი დახვდეს, ოღონდ ყვავილებით ხელში. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს განვითარება და წინსვლა შეწყდეს, ამისთვის კი ჯერჯერობით ჩვენი პოლიტიკური ძალაა ის ერთადერთი, რომელიც ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
ამასთან, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების მომხრე პარტიები კიდევ უფრო გაფართოვდება და ქვეყნის მართვაშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.