ბრედ პიტთან განქორწინებაზე ანჯელინა ჯოლიმ პირველად ისაუბრა.
„ეს, რა თქმა უნდა რთული იყო. ბევრი ადამიანი ხვდება ასეთ სიტუაციაში. ჩემმა ოჯახმაც გაიარა ეს რთული პერიოდი. ახლა მთელი ჩემი ყურადღება ბავშვებზეა კონცენტრირებული. ჩვენ ოჯახი ვართ და ეს მეხმარება ამ ყველაფრის გადატანაში. მე ამ ყველაფერს ვუმკლავდები,“-განაცხადა მსახიობმა კამბოჯაში საკუთარი ფილმის პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.