აშშ პოლონეთში ათას სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ამის შესახებ გერმანული გამოცემა შპიგელი იტყობინება. ამერიკელი სამხედროების დისლოკაცია მარტის ბოლოსთვის დაიწყება. ისინი ქალაქ ოჟიშში იქნებიან ბაზირებულნი. ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ძალების განთავსების გადაწყვეტილება ნატომ გასულ წელს მიიღო.