ერაყის არმიამ ისლამისტებისგან მოსულის ორი სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელისუფლო ძალების კონტროლს ატბაჰი და ალ-ლაზაგაჰი დაექვემდებარა. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია პრემიერ აბადის განკარგულებით დღეს დილიდან დაიწყო.