მალაიზიის პოლიცია კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ 4 პირს ეძებს. პოლიციის ინსპექტორის, ნურ რაშიდის თქმით, ეჭვმიტანილები 33 დან 57 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. მანამდე პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 ქალი და ერთი მამაკაცი დააკავა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს მოკლეს.