ვენესუელაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიციის ლიდერის, ლეოპოლდო ლოპესის დაპატიმრების მესამე წლისთავი კარაკასის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანმა აღნიშნა. აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პრეზიდენტ მადუროს გადადგომა მოითხოვეს. მწვავე სოციალური და სასურსათო კრიზისის გამო ვენესუელაში საპროტესტო აქციები გასული წლიდან ტარდება, თუმცა მადურო გადადგომას არ აპირებს.