ალბანეთში ანტისახელისუფლო გამოსვლები დაიწყო. ოპოზიციამ ტირანას ცენტრალურ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი გამოიყვანა. ისინი მინისტრთა კაბინეტის გადაყენებას, გარდამავალი მთავრობის ფორმირებას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სოციალური უკმაყოფილების გაზრდა ქვეყანაში მწვავე ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.