ფრანსუა ფიიონის პოპულარობა კატასტროფულად დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა კომპანია იფოპმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს მოსახლეობის 65 პროცენტი არ უჭერს. სატელეფონო გამოკითხვა 17-18 თებერვალს ჩატარდა. ფიიონის რეიტინგი მას შემდეგ დაეცა, რაც ის ოჯახის წევრების დასაქმების გამო ხმაურიან სკანდალში გაეხვა.