დონალდ ტრამპს დიქტატორული გამოხტომები აქვს. ამის შესახებ გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. „დიქტატურა თავისუფალ მედიაზე თავდასხმით იწყება. თუ ისტორიას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ დიქტატორთა პირველი სამიზნე ყოველთვის პრესა ხდებოდა. მე არ ვამტკიცებ, რომ ის დიქტატორია. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ისტორიის გაკვეთილები უნდა გვახსოვდეს,“-აღნიშნა მაკკეინმა. მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა ოპოზიციური მედია ხალხის მტრად გამოაცხადა.