შეერთებული შტატები ნატოს აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ის ნატოს ფანატია, თუმცა ალიანსის წევრ ზოგიერდ ქვეყანას თავდაცვის გასაძლიერებლად ფულის დახარჯვა არ სურს. „ჩვენ ძალიან ბევრ მდიდარ ქვეყანას ვიცავთ, რომლებიც ფულს არ იხდიან. ახალი რეალობა კი ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მათ ფული უნდა გადაიხადონ,“-აღნიშნა ტრამპმა.