ნატო ცივი ომის ინსტიტუტად რჩება. ამის შესახებ მიუნჰენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციის მონაწილეთა განცხადებებს გამოუხმაურა, რომლებმაც მოსკოვს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს.
„ომი ადამიანების თავში იწყება და იქვე უნდა დასრულდეს. კონფერენციის ზოგიერთი მონაწილის განცხადებებიდან გამომდინარე კი, ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა. თუ ეს ასეა, ამაში დამნაშავე პირველ რიგში ნატოა, რომლის გაფართოებამაც ევროპაში უპრეცედენტო დაძაბულობა შექმნა. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ჩვენ ვაშინგტონთან პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვსურს,“-აღნიშნა ლავროვმა.