ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი იერუსალიმში მიიწვია. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემ-ეს ენბისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი ისრაელს აუცილებლად ეწვევა. „ვფიქრობ, ის აუცილებლად ჩამოვა, რადგანაც ებრაელი ხალხის ერთგული მეგობარია,“-აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. ნეთანიაჰუ ტრამპს ვაშინგტონში გასულ კვირას შეხვდა.