ჩინეთში ფრინველის გრიპის ეპიდემიამ იფეთქა. H7N9 შტამის ვირუსით ბოლო 2 თვის განმავლობაში 87 ადამიანი დაიღუპა, სულ კი ქვეყანაში ინფოცირების 260 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლების განკარგულებით ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ფრინველის ბაზრობები დაიხურა. ადგილობრივ ფერმებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.