უამინდობა კალიფორნიაში. ლოს-ანჟელესს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ქარიშხალს თან წყალდიდობა და მეწყერი დაერთო. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 2 ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. შეფერხებით მუშაობს ლოს ანჟელესის საერთაშორისო აეროპორტიც. უამინდობის გამო ათობით რეისი გადაიდო.