თურქეთის პოლიციამ გერმანული გამოცემა ველტის ჟურნალისტი დააპატიმრა. დენიზ იუსელს ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, მონაცემების არასწორი გამოყენება და ტერორიზმის პროპაგანდა ედება. ჟურნალისტს გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს. მის დაპატიმრებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა და ანკარას სამართლიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.