მინსკში ე.წ. მუქთახორების გადასახადის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა. მიტინგის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა დამოუკიდებლობის პროსპექტზე მოაწყვეს, შემდეგ კი საგადასახადო სამსახურის შენობასტან გადაინაცვლეს. აქციის ორგანიზატორებმა სკანდალური კანონის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც უმუშევრებს სახელმწიფოსთვის ყოველწლიური გადასახადის გადახდას ავალდებულებს.იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქციები პერმამენტულ სახეს მიიღებს.