პაკისტანში მასშტაბური ანტიტერორისტული რეიდები ტარდება. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად 100-ზე მეტი რადიკალია ლიკვიდირებული. რეიდები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერორისტებმა სეხვან-შარიფში მავზოლეუმი ააფეთქეს. ტერაქტს 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.